
სოციალურ ქსელში ~, ნიკუშა ჭიჭიკოშვილის ფოტო ქვეყნდება.
პატარა ბიჭს საქართველოში ქართველ ლუი არდენსონს ეძახიან.
ის ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული.
რამდენიმე ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
მას თირკმლების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს დაუდგინეს. 10 წლის ნიკუშას შემდეგ ინსულტი განუვითარდა და ის ინგოროყვას კლინიკაში აპარატზე იყო შეერთებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკუშა თითქმის ერთი თვეა, სახლში დაბრუნდა. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზეც რთულია და მას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია.























