
ნინი ბადურაშვილის გოგონა ელენე კუტალაძე 7 წლის გახდა.
ნინიმ გოგონას დაბადების დღე მცხეთაში აგარაკზე გადაუხადა.
ელენეს მამა, რომელიც რუსეთში იმყოფება, გოგონას დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.
„დრო მიქრის, და ჩემი უფროსი გოგონა დღეს 7 წლისაა. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია მის გვერდით ყოფნა (ოჰ, ეს კოვიდი)… დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ძვირფასო ელენე”, – წერს ირაკლი კუტალაძე.
შეგახსენებთ, რომ ნინი და ირაკლი ქორწინებიდან მალევე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ირაკლი კუტალაძე მზრუნველი მამაა და თბილისშიც ხშირად ჩამოდის ელენეს სანახავად და რუსეთშიც მიჰყავს ხოლმე.
























