
„ეს გოგო გვყავს მშიერი და საჭმლის თანხას ვუგროვებთ… პატარა ნინიკოს დედა არასოდეს უნახავს, მის მშობიარობას გადაყვა…“
ამ სევდიან ინფორმაციას „დედების ფონდი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პატარას ხელოვნური საკვები ესაჭიროება.

„ჩვენთან ბებომ მოიყვანა, ნინიკოს საკვების თანხა სჭირდებათ, ხელოვნურ კვებაზეა პატარა.
მის გარდა, დედას კიდევ 2 ბავშვი დარჩა… 7 და 6 წლის პატარები, რომლებსაც ასევე შიათ, ბებო კი ვერ ახერხებს პატარების გამოკვებას…
ბავშვების მამა შრომობს, მუშაობს, მაგრამ იმდენს ვერ შოულობს რომ პატარას ხელოვნური რძე უყიდოს და დიდი ოჯახის სრულფასოვნად გამოკვება შეძლოს…
მეგობრებო, 3 პატარაა დედის გარეშე დარჩენილი, ბებოს იმედად, რომელიც ვერ კვებავს ამ ბავშვებს.“- ნათქვამია განცხადებაში.






















