
ინდირა ჯგერენაია ქართულ ვოისში მონაწილეობის შესახებ „ფარულ კონვერტში” საუბრობს.
ის პროექტში მომხდარი დაპირისპირებების შესახებ ყვება და ამბობს, რომ ქართულ ვოისში მენტორი თავის სურვილით ვერ აირჩია:
„ხუთივე მენტორი შემობრუნდა… არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით მესამე ოქტავის “სი” ბგერა. ნინო ჩხეიძემ დაიხვია ენაზე, რომ იცით, რა? ინდირა სცენაზე გასვლამდე სვამდა, ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს ყელი რომ გაგიხსნა, დაელია მასაც და ემღერა ჩემს ხმაზე.” – ამბობს ინდირა ჯგერნაია.
გადაცემის წამყვანმა, ია ფარულავამ აღნიშნა, რომ გადაცემიდან დაურეკე მომღერალ ნინო ჩხეიძეს აღნიშნულ საკითხზე საუბრისთვის, თუმცა წამყვანი ამბობს, რომ ნინო ჩხეიძისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ინდირას რეიტინგს ვერ ავუწევ და ვერ მოვალ” – ჩხეიძის ამ პასუხზე ინდირა ჯგერნაიამ თქვა, რომ ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არავის სჭირდება.























