11:43 | 2020-07-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ნინო იდეალურად გრძნობს თავს“ – ნაპოვნი 15 წლის მოზარდის ძმა პოლიციას მადლობას უხდის

„ნინო იდეალურად გრძნობს თავს“ – ნაპოვნი 15 წლის მოზარდის ძმა პოლიციას მადლობას უხდის

15 წლის ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც პოლიცია 4 დღის განმავლობაში ეძებდა სამართალდამცავებმა თბილისში დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.

 

5 დღის წინ დაკარგული 15 წლის გოგონა უკვე დედასთანაა
2020-07-245 დღის წინ დაკარგული 15 წლის გოგონა უკვე დედასთანაა

 

გოგონა თავს კარგად გრძნობს და ის უკვე დედასთანაა.

 

​ნინო სახლიდან კვირას 19 ივნისს გავიდა, გაუჩინარებამდე კი სოციალურ ქსელში დედა დაბლოკა და ტელეფონიც გამორთო. სამართალდამცავები მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ ნინოს ძმას ესაუბრა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გოგონა თავს იდეალურად გრძნობს და კარგადაა. ამასთან სამართალდამცავ უწყებას მადლობას უხდის:

 

„ნინო თავს იდეალურად გრძობს და კარგადაა, ძალიან კარგად და ეფექტურად იმუშავა პოლიციამ“, – გვეუბნება 15 წლის მოზარდის ძმა.

 

ამასთან, ჩვენ ვცადეთ გოგონას დედას დავკავშირებოდით, თუმცა როგორც, მოზარდის ძმამ გვითხრა, ნინო ჯარიაშვილის დედა დაღლილია და დასვენება სჭირდება: „დედა დაღლილია ცუდადაა, ბევრი გაიარა უკვე“

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X