00:13 | 2020-11-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნინო ლომჯარია ცესკოსთან მივიდა – „ამ ეტაპზე სიმშვიდეა და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება“

ნინო ლომჯარია ცესკოსთან მივიდა – „ამ ეტაპზე სიმშვიდეა და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება“

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცოტა ხნის წინ ცესკოს შენობასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლომჯარიას თქმით, ამჯერად ადგილზე სიმშვიდეა და ექსცესებს ადგილი არ აქვს.

 

“მე მოვედი აქ ოცი წუთის წინ. ამ ეტაპზე სიმშვიდეა და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. მე მინდა ჩემი სათქმელი დავყო ორნაწილად. პირველ რიგში აქციის დაშლას შევაფასებ.

მაგის დედას შვ... - აქციის მონაწილეები სასულიერო პირს დაუპირისპირდნენ (Video)
2020-11-08მაგის დედას შვ... - აქციის მონაწილეები სასულიერო პირს დაუპირისპირდნენ (Video)

 

20 ივნისს დიდი კვლევა გავაკეთეთ აქციის დაშლის შესახებ. ჩვენი კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტებიც ამბობს, თუ ხდება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალის გამოყენება, პირველ რიგში პოლიციამ უნდა გააფრთხილოს აქციის მონაწილეები. ეს არ მომხდარა.

 

მეორე როცა იწყებს პოლიცია აქციის დაშლას, ყველაზე ნაკლებად სასტიკი მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეიძლება ყოფილიყო, ინდივიდუალური პირების დაკავება, მათი გაფრთხილება, ძლიერი ხმოვანი სიგნალით გაფრთხილება და ა.შ.

 

რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ცივ კლიმატში როცა იწყებს პოლიცია მის გამოყენებას, ვფიქრობ იყო არაპროპორციული ძალა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები იყო დარღვეული” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X