12:18 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი დაიწყო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი დაიწყო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს:

 

„მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.

 

მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანა.

 

გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს - ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“
2021-06-04გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს - ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“

 

ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

 

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X