20:57 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საპატრიარქოს კომისია შევიდა და ამ წუთებში ბავშვებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

EXCLUSIVE: „ჩემი გამზრდელიც და ბიოლოგიური დედაც ჩემ გამო მოკლეს“ - კახელი ქალის სულისშემძვრელი ისტორია
2021-06-04EXCLUSIVE: „ჩემი გამზრდელიც და ბიოლოგიური დედაც ჩემ გამო მოკლეს“ - კახელი ქალის სულისშემძვრელი ისტორია

 

„ჩამოსულია აქ, ამ წუთას საპატრიარქოს კომისია, რომელიც სახელდახელოდ შეიქმნა. მიმდინარეობს საპატრიარქოს კომისიის შეხვედრა ბავშვებთან. ასევე რამდენიმე პარლამენტარია ჩამოსული. მიმდიანრეობს საუბარი იამზე, რომ მოვილაპარაკოთ, რომ ბავშვებისთვის მაქსიმალურად მშვის გარემოში სოც მუშაკები დარჩნენ რამდენიმე დღე ბავშვთა სახლში და იცხოვრონ ბავშვებთან ერთად, მოახერხონ ინდივიდუალურად გასაუბრება ბავშვებთან”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

ავტორი: Prime Time

X