15:00 | 2021-06-04 ავტორი: Prime Time

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის მოთხოვნით, იურისტმა სასამართლოს მიმართა

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის  მოთხოვნით, იურისტმა სასამართლოს მიმართა

იურისტმა ანა აბაშიძემ სასამართლოს ოფიციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც ითხოვს, რომ ყველა ბავშვმა დაუყოვნებლივ დატოვოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი.

 

„გვესმის გაუგონარი ფაქტები, როგორ ხდება ბავშვების მიმართ არაერთი სასტიკი დანაშაული. ეს არის ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკი. ჩემი მოთხოვნა დღეს მოსამართლისთვის იქნება ის, რომ დღესვე გამოსცეს განჩინება, რითაც დაავალებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, ყველა ბავშვი პანსიონატიდან გამოვიდეს.

 

სასამართლოს ფორმალურად აქვს სამი დღე, მაგრამ არსებობს პრაქტიკა, რომ გადაუდებელი ვითარების დროს სასამართლო სამ დღეს კი არა, საათებს იყენებს და ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, რაც სასამართლომ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა იურისტმა.

 

შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილმა ბენეფიციარმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქით, პანსიონატში აღმზრდელები ბავშვებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ასევე, მისი განცხადებით, თავად აღმზრდელები საუბრობნენ, რომ პანსიონის მმართველმა მეუფე სპირიდონმა ბავშვზე იძალადა და საქმე პროკურატურამ მიჩქმალა.

ავტორი: Prime Time

X