10:50 | 2021-06-04 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნინოწმინდის პანსიონში, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები შევიდნენ

ნინოწმინდის პანსიონში, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლები შევიდნენ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 4 კაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ, ნინოწმინდის პანსიონში შევიდა.

 

ჯანდაცვის უწყების მაკონტროლებლებს რეგულარული მონიტორინგი ევალებათ, თუმცა ისინი პანსიონის შესამოწმებლად 2018 წლის შემდეგ აღარ ყოფილან.

 

მათივე თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან. ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება. დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.

 

არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X