
ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენატრი მარკეტა გრეგოროვა ეხმიანება.
,, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, რომ იქნება ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება ამაზე გამოძიება. საქართველოს მთვარობავ-ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას.”-წერს ევროპარლამენატარი სოციალურ ქსელში .
I do think this is a very serious accussation and I am hearing about it from more and more sources. I hope that explanation on why Ombudsman is not being let into the Orhpanage and an investigation will take place immediately. This is about children, not politics. @GovernmentGeo? https://t.co/ByyoD1QEUb
— Markétka Gregorová (@MarketkaG) June 4, 2021
ნობისთვის, სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით სახალხო დამცველისა და ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ უშვებენ.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში მძიმე დარღვევებია და ადმინისტრაცია მის დამალვას ცდილობს.
პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვთა სახლში მათი იდეოლოგიის გამო არ უშვებს.
ამასთან, 2 მაისს ომბუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ პროკურატურიდან ინფორმაცია გამოითხოვა და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2021 წლებში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაა დაწყებული.
3 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.






















