14:14 | 2021-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას ამხელს – „სტურუამ ყველაფერი ყოველთვის გადასარევად იცის!“

ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას ამხელს – „სტურუამ ყველაფერი ყოველთვის გადასარევად იცის!“

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ასახელებს მიზეზს, თუ რატომ გაათავისუფლა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სამი წლის წინ იგი თეატრიდან.

 

მაყაშვილის თქმით, თეატრიდან გათავისუფლება ზანგურის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ უკავშირდებოდა, თუმცა სტურუამ ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.

 

თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მსახიობი ბესო ზანგური ფსიქიატრიულში მოხვდა - რას იხსენებს ის „ფეისბუქში“
2020-08-10თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მსახიობი ბესო ზანგური ფსიქიატრიულში მოხვდა - რას იხსენებს ის „ფეისბუქში“

 

„სადღაც სამი წლის წინ მოხდა თეატრიდან ჩემი გათავისუფლება.

 

ეს გათავისუფლება ძალადობასთან არანაირ კავშირში არ იყო ამ შემთხვევაში.

 

დედაჩემის თქმის არ იყოს, სტურუამ ყველაფერი ყოველთვის გადასარევად იცის.

 

ზოგადად ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა..

 

მით უმეტეს ბატონმა რობერტმა. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ სათანადოდ არ მიყვარდა თეატრი“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.

 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

 

ამავე თემაზე წაიკითხე: 

 

ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა გოგოს… და სცემდა უმოწყალოდ! – მსახიობის წინააღმდეგ ახალი სკანდალი გორდება

 

თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მსახიობი ბესო ზანგური ფსიქიატრიულში მოხვდა - რას იხსენებს ის „ფეისბუქში“
2020-08-10თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მსახიობი ბესო ზანგური ფსიქიატრიულში მოხვდა - რას იხსენებს ის „ფეისბუქში“

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X