
ნიუ-იორკის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობის მკვეთრად გაზრდას ელოდება.
ქალაქის ქუჩებში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ პირველად გამოჩნდა მობილური მორგები.
ფოტოზე კლინიკა Bellevue-სთან განთავსებული დიდი მაცივრებია გამოსახული. CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკის ქუჩებში სულ 45 მაცივარი გამოჩნდა.

27 მარტის დილის მონაცემებით, ნიუ-იორკში 37 ათასზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 385 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის უფრო მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. ამერიკაში კორონავირუსი 85,991 ადამიანს დაუდგინდა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















