01:18 | 2020-04-24 ავტორი: თამთა თორდია

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსი მოსახლეობის 13.9%-ს გადატანილი აქვს – ენდრიუ კუომო

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსი მოსახლეობის 13.9%-ს გადატანილი აქვს – ენდრიუ კუომო

აშშ-ის ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსი მოსახლეობის 13.9%-ს გადატანილი აქვს.

 

კვლევის შედეგებზე შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ისაუბრა.

 

ის არ გამორიცხავს, რომ ნიუ-იორკის შტატში ვირუსი შესაძლოა უკვე მოიხადა 3 მილიონამდე ადამიანმა.

 

ანალიზი დაახლოებით 3 000 ადამიანს აუღეს, ზოგს სახლში, ზოგს მაღაზიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ღიაა. ანტისხეულები ამ ჯგუფიდან კაცების 15.9%-ს აღმოაჩნდა და ქალების 12%-ს.

ავტორი: თამთა თორდია

X