
ნიუ იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ვეფხვს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მასსა და ზოოპარკის კიდევ ხუთ ბინადარ ვეფხვსა და ლომს ვირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ და ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.
როგორც გამოცემა წერს, ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაინფიცირებული იყო, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდა.






















