14:58 | 2021-03-28 ავტორი: Prime Time

ნიუ-იორკმა ვაქცინაციის ციფრული პასპორტი გამოუშვა

ნიუ-იორკმა ვაქცინაციის ციფრული პასპორტი გამოუშვა

ნიუ-იორკმა ვაქცინაციის ციფრული პასპორტი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.

 

უვიცობა ბაბანებს. ასაცრელად მისული ექიმები ისე დააფრთხეს, რომ გამობრუნდნენ - აშშ-ში მოღვაწე ექიმი საქართველოში ვაქცინაციაზე
2021-03-28უვიცობა ბაბანებს. ასაცრელად მისული ექიმები ისე დააფრთხეს, რომ გამობრუნდნენ - აშშ-ში მოღვაწე ექიმი საქართველოში ვაქცინაციაზე

 

ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ციფრული აპლიკაცია Excelsior Pass-ი QR კოდის გამოყენებით აჩვენებს არის თუ არა ადამიანი სრულად ვაქცინირებული ან თუ ტესტირებაზე პასუხი ნეგატიურია.

 

Excelsior Pass-ი ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე  Android-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის მომხმარებლებს ეძლევათ QR კოდი, რომელსაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

 

მისი გამოყენება შესაძლებალია სპორტულ ან მუსიკალურ ღონისძიებაზე დასასწრებად, რესტორნებსა და სხვა ისეთ ადგილებში მისასვლელად, სადაც კოვიდის გამო შეკრების ლიმიტია დაწესებული.

ავტორი: Prime Time

X