00:31 | 2020-04-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნიუ-იორკში 24 საათში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ-იორკში 24 საათში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 799 ადამიანი დაიღუპა.

 

შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ამ შტატში 24 საათში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით 159 937 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 7 067 გარდაცვლილი.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X