08:35 | 2020-06-03 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნიუ-იორკში სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს

ნიუ-იორკში სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნიუ-იორკში წუხელ სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

მათივე ინფორმაციით, კომენდანტის საათის დადგომისას, მაროდიორთმა ჯგუფი მანჰეტენზე მდებარე მაღაზიებზე თავდასხმა მოაწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

ტრამპი - ნიუ-იორკი ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა
2020-06-03ტრამპი - ნიუ-იორკი ქაოსმა, უკანონობამ და ნგრევამ მოიცვა

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X