
ახალი კორონავირუსის მიუხედავად, ნიუ-იორკში წყვილმა პირდაპირ ქალაქის ქუჩაში იქორწინა. მეგობრები კი ფანჯრებიდან გაამხნევეს. ამის შესახებ independent-ი წერს.
რეილი ჯენინგი და ამანდა ვილერი ქორწინებას ოქტომბერში გეგმავდნენ, თუმცა რადგანაც მომავალი „ბუნდოვანი ჩანდა“, გადაწყვიტეს, რომ ლოდინის საჭიროება აღარ არის.
„ეს ზუსტად მშვენიერი, ისეთი გიჟური მომენტი იყო, როგორიც ამ ქალაქის ჯადოქრობას შეეფერებოდა. ვერასდროს დავივიწყებ ჩემს მეგობრებს, რომელთათვისაც ბედნიერება და უბრალოება განუყოფელია, ამ ქალაქის ჯადოსნურობა“.
წყვილს ჯვარი ქორწინების ოფიცერმა ფანჯრიდან დაწერა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 43 734-მდე, გარდაცვლილთა კი – 553-მდე გაიზარდა.






















