09:45 | 2020-10-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ნივთების სია, რომელიც საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არ დაიშვება

ნივთების სია, რომელიც საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არ დაიშვება

როგორ უნდა მოემზადონ მშობლები, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან – რა უნდა ამოალაგოთ პატარების ჩანთებიდან და რომელი ნივთებით უნდა ჩაანაცვლოთ. რას ნიშნავს ინდივიდუალური ყუთი, რომელიც თქვენს პატარას საბავშვო ბაღში უნდა ჰქონდეს?

 

ამ კითხვებზე პასუხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი პასუხობს, რომელიც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის ბაღების გაერთიანების სამსახურის წარმომადგენელმა მოაწოდა.

 

აქამდე თუ მშობელი პატარას სახლიდან სათამაშოს და მრავალჯერად გამოყენების პირსახოცს ატანდა, ახლა ამ ნივთების შეტანა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე აკრძალულია „ნაცნობი“ სათამაშოს წაღების ნაცვლად, ბავშვებს ადგილზე ბაღის საკუთრებაში არსებული ისეთი ტიპის სათამაშოები დახვდებათ, რომლებიც რეცხვასა და დეზინფექციას ექვემდებარება.

 

ხოლო ნაჭრის პირსახოცის ნაცვლად, პატარები ერთჯერად ხელსახოცებს გამოიყენებენ,  რომლებსაც სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენების მსგავსად, დახურულ კონტეინერებში განათავსებენ (ფეხის პედლის შესაძლებლობით).

 

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატარებმა სადეზინფექციო ხსნარები გამოიყენონ, აუცილებელია საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში.

 

აკრძალული და დაშვებული ნივთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X