
მანანა კაპეტივაძე, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივით გამოდის.
„მინდა ყველამ დავიბედოთ სიკეთე, რადგან #სიკეთეგადამდებია-ო . მე ლადო აფხაზავადან გადამედო სიკეთე და ამაში უკარგესმა გოგომ, მესხიშვილი ანა ძალიან დამეხმარა – შემიკერა ლამაზი, კოპწია ნაჭრის ჩანთები და პირბადეები და მე ისინი მოვხატე.
ვერ დავიკვეხნი მხატვრული ნიჭით, მაგრამ მართლაც ვეცადე, რომ ლამაზად დამეხატა აკრილის საღებავებით, თან ყველა ჩანთა და პირბადე ექსკლუზიურია, სხვას არავის ექნება ასეთი.
მთავარი, რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ნივთები იყიდება! იყიდება იმიტომ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეებს დავეხმაროთ და ინტერნეტი ჩავურთოთ, რომ შეძლონ გაკვეთილებზე დასწრება. ეგაა მთავარი მიზანი!
მინდა რომ ჩემი უძილო ღამეები, რაც ჩანთების მოხატვაში გავატარე (და კიდევ გავატარებ), ჩვენმა ბავშვებმა სწავლაში გამოიყენონ. ამიტომ ჩანთა ღირს 25 ლარი (მაგთის ინტერნეტის ფასი), და პირბადეები – 10 ლარი.
მიწოდება საქართველოს მასშტაბით (ფოსტით მომსახურებას 5 ლარი ემატება)
P.S. მადლობა ჩემს სკოლის დირექტორს, Lali Abjandadze-ს, რომელმაც ეგრევე გამოეხმაურა ჩემს ინიციატივას და დახმარება გამოთქვა თქვენი იმედი მაქვს, ჩემო მეგობრებო!
P.S. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:
GE82LB0711177154329000
მიმღები: მანანა კაპეტივაძე
დანიშნულება: ინტერნტეტი ბავშვებს“, – წერს მანანა.


























