14:40 | 2020-04-21 ავტორი: თამთა თორდია

ნოდარ მელაძე დღეიდან „ტვ პირველია“ – ვატო წერეთელი

ნოდარ მელაძე დღეიდან „ტვ პირველია“ – ვატო წერეთელი

ხომ გიყვარდათ ეს შაბათი? ხოდა, ახლა კიდევ უფრო შეგიყვარდებათ მისი დიდი შაბათი ტვ „პირველზე“. ნოდარ მელაძე დღეიდან „ტვ პირველია“, – ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ვატო წერეთელმა დაწერა.

 

შეგახსენებთ, რომ„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ თანამდებობდა დატოვა. მან ამის შესახებ გუშინ ოფიციალურად საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.

 

„ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“, – წერს ნოდარ მელაძე.

 

არხის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება სახელდება.

 

ამ თემაზე: 

ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ მთავარ პროდუსერად დაინიშნა
2020-04-21ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ მთავარ პროდუსერად დაინიშნა
წარმატებები გუნდს, რომელიც რჩება - ნოდარ მელაძემ „მთავარი არხის“ დატოვება დაადასტურა 
2020-04-20წარმატებები გუნდს, რომელიც რჩება - ნოდარ მელაძემ „მთავარი არხის“ დატოვება დაადასტურა 

ავტორი: თამთა თორდია

X