
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ თანამდებობდა დატოვა. ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.
„ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“, – წერს ნოდარ მელაძე.
არხის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად არხის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან უთანხმოება სახელდება.
ის დაახლოებით 1 კვირის წინ წავიდა არხიდან, თუმცა ოფიციალურად მან დღეს დაადასტურა.
იმ დროს, როდესაც მას არხი დატოვებული ჰქონდა, facebook პოსტებიდან ჩანს, რომ ის საკუთარ შვილებთან ერთად ერთობოდა და ფოტოებსაც აქვეყნებდა, წარწერით: ტყუპჩიკები და ანიმატორო მამა.



Gepostet von Nodar Meladze am Montag, 20. April 2020






















