20:23 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

ნოდარ მელაძესთან ერთად, სუს-ში „ტვპირველის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

ნოდარ მელაძესთან ერთად, სუს-ში „ტვპირველის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს

ცოტა ხნის წინ, გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სუს-ში დაიბარეს. მელაძის თქმით, მასთან ერთად კიდევ ერთი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც დაიბარეს.

 

„რამდენიმე წუთის წინ, სუს-ის გამომძიებელი, ასევე დაუკავშირდა შაბათის ეთერის, კიდევ ერთ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, რომელიც უშუალოდ იყო ამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი“, – ამბობს ნოდარ მელაძე.

 

ნოდარ მელაძე სუს-ში დაბარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
2020-06-23ნოდარ მელაძე სუს-ში დაბარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

 

როგორც მელაძე აცხადებს, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შესაძლო თავდასხმის საქმეს, რომელზეც „ტვპირველმა“ გასულ კვირას სიუჟეტი მოამზადა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში მამაკაცი დააკავა.

 

დაკავებული ვასამბეკ ბოკოვია, თუმცა შესაძლოა ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იყოს.

 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

ავტორი: Prime Time

X