
ნოდიკო ტატიშვილი ლევან რატიანს საჯარო მადლობას უხდის.
“არც ვიცი, ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს.
დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს! რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა!
ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!
ლევან, მიყვარხარ! მადლობა ჩემი მშობლების გადარჩენისთვის.
P.S. მაია და კოკო დღეს გამოეწერნენ სახლში” – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

როგორც “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნავს, დედას ძალზედ დაზიანებული ჰქონდა ფილტვები, თუმცა ლევანის “ჯადოქრობის” წყალობით, საქმე რეანიმაციამდე არ მისულა.
ნოდიკო ტატიშვილი: – ორივე პალატაში იწვნენ. კოვიდმა დედას ფილტვები ძალზედ დაუზიანა. მამას შედარებით ნაკლებად ჰქონდა დაზიანება. რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი, რა იქნებოდა. გადაჰყვა ორივეს. დედა გააცოცხლა. საერთოდ, ფილტვები და ბრონხები სუსტი აქვს. რახან კოვიდი არაპროგნოზირებადია, ამიტომ უყოყმანოდ გადავიყვანე კლინიკაში.
ლევანმა იმდენი გააკეთა, რეანიმაციაში არ შეიყვანა. კრიზისული მდგომარეობიდან გამოაძვრინა. არ ვიცი, ამ კაცმა რა იჯადოქრა. სიცოცხლეში ძეგლს თუ არ დაუდგამენ, მე დავუდგამ. ისეთი ისტორიები მაქვს მასზე მოსმენილი, გული მიჩუყდება.
მე პოსტკოვიდური პერიოდი გამიგრძელდა, სიცხეები მქონდა და ლევანმა მიმკურნალა.
მოკლედ, ასე მგონია, მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი მადლობას. სასწაული ადამიანია.























