
საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ექიმები საგანგაშოს უწოდებენ. ამას თან ერთვის სეზონური გრიპის ვირუსიც, რომელიც ქვეყანაში ახლა ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებით, არსებული ტენდენცია თუ არ შეჩერდა, ქვეყანას მძიმე ნოემბერი ელის.
„შემთხვევები მკვეთრად მომატებულია. ამ მხრივ, 2,3,4 000 ინფიცირებული ძალიან დიდი რიცხვია. ჩვენ 5 000-ზე მეტი შემთხვევაც გვქონდა, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია. ასეთი მაღალი რიცხვი ჩვენთან აგვისტოს პიკის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ გვქონდა ინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელი. თუ ეს ტენდენცია არ შევაჩერეთ, ნოემბერში უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება“, – ამბობს ჩხაიძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























