21:09 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

“ნოვავაქსის” ვაქცინა საქართველოში აგვისტოში შემოვა

“ნოვავაქსის” ვაქცინა საქართველოში აგვისტოში შემოვა

კითხვაზე, თუ როდის შემოვა საქართველოში ნოვავაქსის ვაქცინა, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები და სავარაუდოდ აგვისტოში შემოვა.

 

მისივე თქმით, ნოვავაქსის ვაქცინამ კვლევებით მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

 

“ნოვავაქსთან არის კონკრეტული საუბარი და აგვისტოდან. ნოვავაქსი ჯერ არ იწარმოება და არც დარჩენილი არ არის, ვიცით, მან გაიარა სამი ფაზა კვლევის. ნოვავაქსი არის ძალიან ძლიერი და დიდი ვაქცინების მწარმოებელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან გააკეთა ეს ვაქცინა და მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა სამივე ფაზის”, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X