21:47 | 2020-03-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ნუ აკოცებთ დასავლეთის კედლის ქვებს – იერუსალიმის მთავარი რაბინი

ნუ აკოცებთ დასავლეთის კედლის ქვებს – იერუსალიმის მთავარი რაბინი

ნუ აკოცებთ დასავლეთის კედლის ქვებს, – ამის შესახებ იერუსალიმის მთავარმა რაბინმა შმუელ რაბინოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, ის მორწმუნეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან.

 

ებრაელები მასობრივად აღასრულებენ ლოცვას, მათ შორის ერთ-ერთი რიტუალი დასავლეთის კედელზე არსებულ ქვებზე კოცნაა. აღსანიშნავია, რომ ქვებზე კოცნა არ არის რიტუალურული მოთხოვნა, თუმცა ამის მიუხედავად ზოგიერთი ებრაელი თვლის, რომ ამას ღმერთის საპატივსაცემოდ აკეთებს.

 

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავარმა რაბინატმა, ჯერ კიდევ გასულ კვირას, მომლოცველებს მოუწოდა დასავლეთის კედელთან შეკრებისგან თავი აერიდებინათ.

 

დასავლეთის კედელი 2000 წლის წინ აშენდა და ის ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა ადგილია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X