23:44 | 2021-09-02 ავტორი: Prime Time

„ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ!“ – ლევან ვასაძეს კიდევ ერთი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

„ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ!“ – ლევან ვასაძეს კიდევ ერთი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მეორე, ახალი დიაგნოზიც დაუსვეს.

 

„ჩემი მკურნალობა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი (ა/ლ ტიპის ამილოიდოზი) ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი.

 

ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია მათი წარმოქმნა და მიმდინარეობა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში“, – განაცხადა ვასაძემ.

 

ნახეთ ვიდეო: ლევან ვასაძე რთულ დიაგნოზზე საუბრობს

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X