17:07 | 2020-03-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ნუ დარეკავთ ჩვენთან ტუალეტის ქაღალდზე – პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მიმართავს

ნუ დარეკავთ ჩვენთან ტუალეტის ქაღალდზე – პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მიმართავს

მაშინ როდესაც აშშ-ში საგანგებო სამსახური და პოლიცია კორონავირუსის შემთხვევებს იკვლევს, ორეგონის შტატის პოლიცია ყველაზე ხშირად უფრო განსხვავებულ სასწრაფო ზარებს პასუხობს:

 

მოქალაქეები რეკავენ, იმიტომ რომ მათ დაუმთავრდათ ტუალეტის ქაღალდი.

 

It’s hard to believe that we even have to post this. Do not call 9-1-1 just because you ran out of toilet paper. You…

Gepostet von Newport Oregon Police Department am Samstag, 14. März 2020

 

ორეგონის შტატში ნიუპორტის პოლიციის დეპარტამენტმა ოფიციალურ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სთხოვა, რომ შეწყვიტონ ცხელ ხაზზე დარეკვა ტუალეტის ქაღალდის გამო.

 

„რთული დასაჯერებელია, რომ ამის დაპოსტვა გვიწევს, მაგრამ არ დარეკოთ 911-ში, მხოლოდ იმიტომ რომ ტუალეტის ქაღალდი დაგიმთავრდათ. თქვენ შეძლებთ გადარჩენას ჩვენი დახმარების გარეშე“, – აცხადებს ორეგონის პოლიცია.

 

პოლიციელები მოქალაქეებს ალტერნატივას სთავაზობენ. „მეზღვაურები ადრე მარილიან წყალში ამოვლებულ ძველ ბაწრებს იყენებდნენ. რომაელები სველ ღრუბელს“, – ხუმრობენ ორეგონის პოლიციის დეპარტამენტში.

 

ცნობისთვის, ტუალეტის ქაღალდის პრობლემა ამერიკაში უკვე რამდენიმე კვირაა შეიქმნა. მოსახლეობა სუპერმარკეტებში ცდილობს ყველა საჭირო ნივთით მომარაგდეს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X