17:01 | 2020-03-24 ავტორი: თამთა თორდია

ნუ ელოდება მოსახლეობა, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს – ზოიძე

ნუ ელოდება მოსახლეობა, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს – ზოიძე

„ნუ ელოდება მოსახლეობა რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს, – ამის შესახენ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამის საჭიროება არ არის. ეს იქნება წყალში გადაყრილი რესურსი, თუ ტესტირება არ მოხდება დანიშნულების მიხედვით სიმპტომურ პაციენტებში.

 

„ეს მოგგვცემს ყალბ იმედს, ადამიანმა თავი დაირწმუნოს, რომ არ სჭირს ვირუსი. ამ დროს შეიძლება სჭირდეს, ან პირიქით, მისცემს ყალბ დადებით რეაქციას, მერე გაირკვევა, რომ არ აქვთ.

 

ასე რომ, ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები შეეცდებიან ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. აიღებენ ამ ტესტს და შეწყვეტენ თვითიზოლაციას დროზე ადრე.“- აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

ავტორი: თამთა თორდია

X