12:52 | 2020-12-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა – ალეკო ელისაშვილი 

ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა – ალეკო ელისაშვილი 

„ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამნეტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა, სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმიტომ, რომ პარლამენტში შევსულიყავით. რატო? იმიტომ კი არა რომ დავსკუპებულიყავით იქ, არამედი იმიტომ, რომ ქვეყანას ვემსახუროთ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

 

ნიკა გვარამია „ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე
2020-12-09ნიკა გვარამია „ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე" პასუხისმგებლობას კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს აკისრებს

 

მისივე თქმით, თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციის კონკრეტულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს მისი პარტია პარლამენტში არ შევა.

 

„პირდაპირ გეუბნებით, რომ მე იქიდან ეს გარანტია მეჭირება ხელში პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო პარლამნეტში თუ შესვლით.

 

ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი, რომ შემიგდონ და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ ეს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს და თუ გაკეთდება იქიდან გამოვალ თავ აწეული. უცბად ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ, უნდა ვიბრძოლოთ.

 

ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამნეტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა, სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმიტომ, რომ პარლამენტში შევსულიყავით. რატო? იმიტომ კი არა რომ დავსკუპებულიყავით იქ, არამედი იმიტომ, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და რასაც ხალხს ვპირდებოდით ის გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X