
ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტერში ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი კვლავ არ შეუშვეს.
წირვის ჩასატარებლად მისულ მიტროპოლიტ სტეფანეს მონასტის კარი დაკეტილი დახვდა. მეუფეს მოთხოვნას, რომ გაეხსნათ კარი და მიეცათ საშუალება ჩაეტარებინა წირვა მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
– ისე დადექი კაცო რო გელაპარაკები, არა ხარ ღირსი, მე აქ დავდგები, არ გაგიღებ, თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა. ხარ აღსარების გამცემი და ხარ ცილისმწამებელი.
– ნუ იდორბლები ცოტა დისტანცია დაიკავე.
– აბა, შენ ნუ ყარხარ, დაიბანე.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი დანიელი მიტროპოლიტმა სტეფანემ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.






















