
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააპატიმრეს. ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიწყვანეს. მალევე, მას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა და ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ამ ფაქტს მისი თანამოაზრეები გამოეხმაურნენ. გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „ყოველ დღე მიშას ჯანმრთელობა უმძიმდება“ და მოუწოდა ოპოზიციურ სპექტრს, რომ ამ მიმართულებით გაემახვილებინა ყურადღება.
ამჯერად, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება. ის საზოგადოებას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ზერელედ ნუ მოეკიდებიან.
„მესმის, რომ ზოგიერთისთვის გიჟია. მესმის, რომ ფბ-ღლიცინის ეპოქაში ვცხოვრობთ. მესმის, რომ ჩამოსვლაც ბევრს ბლეფი ეგონა. მესმის, რომ შეიძლება არ მოგწონდეთ ან, უფრო, მეტიც, გეზიზღებოდეთ კიდეც. ისიც მესმის, რომ საქართველოში შიმშილობაც, როგორც პროტესტის ფორმა, დისკრედიტრებულია. ვიმეორებ: ნუ მოეკიდებით ამ შიმშილობას ზერელედ“, – წერს ჭიაბერაშვილი.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















