12:09 | 2021-04-08 ავტორი: Prime Time

“ნუგზარი ქურდი არაა, კაი ბიჭია” – რას ამბობს გია სურამელაშვილი შვილზე, რომელიც საფრანგეთში დააკავეს

“ნუგზარი ქურდი არაა, კაი ბიჭია” – რას ამბობს გია სურამელაშვილი შვილზე, რომელიც საფრანგეთში დააკავეს

საფრანგეთში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების ფაქტზე ფრანგმა სამართალდამცავებმა გია სურამელაშვილის ვაჟი, ნუგზარ სურამელაშვილი დააკავეს.

 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სურამელაშვილი უკვე თავისუფალია. დაკავებულის მამას, ცნობილ ქართველ მომღერალს, გია სურამელაშვილს, იმედი აქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მის ვაჟს გაამართლებს.

 

„ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე” – გია სურამელაშვილმა ოჯახი შექმნა
2021-02-10„ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე” – გია სურამელაშვილმა ოჯახი შექმნა

 

ის ასევე, უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი ვაჟი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

 

„ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევამ სადაც ჩემი შვილი შემთხვევით მოხვდა. იქ უბრალო ცემა-ტყეპა არ ყოფილა, ხალხი ხოცავდა ერთმანეთს.

 

როგორც თვითმხილველი, სწორედ ამიტომ დააკავეს ჩემი შვილი, ორი დღე იჯდა ციხეში და უკვე თავდებით გამოუშვეს. 19 აპრილს არის ჩანიშნული მეორე სასამართლო პროცესი, იმედი მაქვს გაამართლებენ, მაგრამ არის საშიშროება, რადგან ტელეფონზე მესიჯები მომდის, მწერენ შენი ქურდი შვილიო. – კითხვა განაგრძეთ: primeambebi.ge-ზე

ავტორი: Prime Time

X