
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში ბავშვთა დაცვის საერთაშირო დღეს ემოციური პოსტით ეხმიანება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როცა პროკურორი ვიყავი, ერთმა საოცარმა ქალბატონმა (რენატე ვინტერმა) მითხრა: „ნურასოდეს იფიქრებ მოიგო პროცესი. ყოველთვის იფიქრე რომ ამ პროცესში მოიგო ბავშვი”.
ეს სიტყვები არასოდეს მავიწყდება.
მინდა ვისურვო გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი ყველა ეტაპზე და ყველა გარემოში (შინ თუ გარეთ) „ბავშვის მოგებას” და ბავშვის ინტერესებზე მორგებას ცდილობს!“,- წერს ლონდა თოლორაია.
დღეს, პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღე აღინიშნება























