11:03 | 2020-06-02 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ნუცუბიძეზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

ნუცუბიძეზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, პაციენტს სხეულის 25% დაზიანებული აქვს და გარკვეული პერიოდი დამწვრობის ცენტრის რეამინაციის განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას.

 

ვინ არიან ხობში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ახალგაზრდები
2020-06-02ვინ არიან ხობში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

 

„დაზიანებული გვაქვს სახის მიდამო, წელის მიდამო, ორივე ზემო კიდური, ორივე ქვემო კიდური უბნობრივად. საერთო ჯამში, 25% მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა.

 

ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური და ამ სტაბილურობას, ჩვენდა საბედნიეროდ, ვინარჩუნებთ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

პაციენტი უახლოეს დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

 

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ მოხდა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X