
პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და მისი მეუღლე სიყვარულის ისტორიას იხსენებენ.
ჯაფარიძის მეუღლის თქმით, მაშინ როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.
“სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ჩვენ ერთი თვით ადრე გავიცანით ერთმანეთი. მთელი ქალაქი, ქვეყანა აირია, ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იყო. ოჯახებიც კი გაიყო მაგ დრო პოზიციების გამო. ბადრისთან ყოფნის დროს იგრძნობოდა ისეთი სიმშვიდე და ისეთი პოზიტიური განწყობა, რომ აქეთ დაგაწყნარებდა, მიუხედავად, რომ ეპიცენტრში იყო თვითონ. ეს სიმშვიდე გადამდები იყო მისი და ყველა მის ირგვლივ, ვინც კი რაღაცას შეეკითხებოდა, აუცილებლად იმედიანად უპასუხებდა”,- ამბობს ბადრი ჯაფარიძის მეუღლე სოფო.
თავად პოლიტიკოსის თქმით, წყვილი მალევე მიხვდა, რომ ერთმანეთს ძალიან სჭირდებოდნენ.
“სოფო შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში 1991 წელს, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილება მივიღეთ ორივემ, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავქორწინებულიყავით. შემდგომ, პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა ჩვენი ოჯახის. სამი შვილი გვყავს, სამი საჩუქარი ღმერთისგან. ახლა აღმოვაჩინე, რომ მომგონი ჩვენს შორის, ასაკშიც განსხვავება არ არის, ისეთი განცდა მაქვს, რომ ბევრ რამეში ისინი თითქოს ჩემზე წინ არიან”, -ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:






















