12:09 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

გამოქვეყნდა ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

გამოქვეყნდა ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

​დევნილთაეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი - ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე
2021-09-28ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი - ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე

 

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება.

 

„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დევნილი ოჯახების სია რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის ნახეთ ამ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-58/

ავტორი: Prime Time

X