14:28 | 2020-03-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

ოჯახებს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა გადაეცეს – ბაქრაძის რეკომენდაცია

ოჯახებს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა გადაეცეს – ბაქრაძის რეკომენდაცია

საპენსიო შენატანში რვა თვის შეჩერებით, იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც შეიძლება თითოეულ ოჯახში საქართველოში გაიცეს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოსლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

ამ სფეროში იყო რამდენიმე ინიციატივა, მაგრამ ევროპული საქართველოს ინიციატივას აქვს ორი მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი ნიშანი. პირველი არის საყოველთაობაჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა ოჯახს საქართველოში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია, უნდა გადაეცეს 120 – ლარიანი კომუნალური ვაუჩერი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რომელიც ტრადიციული დახმარების ჯგუფია, არამედ იმ საშუალო კლასის ათასობით ოჯახს, რომელიც დღეს უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და არ იცის, ხვალ სამსახური და შემოსავალი ექნება თუ არა. ამიტომ, საყოველთაობა და ყველა ოჯახის დახმარება.

 

მეორე ნიშანიარც ერთი ინიციატივა არ არის ღირებული, თუ არ არის მისი დაფინანსების წყარო. ჩვენ გვაქვს მკაფიო დაფინანსების წყარო, საპენსიო შენატანში რვა თვის შეჩერებით, იზოგება ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომლითაც შეიძლება თითოეულ ოჯახში საქართველოში გაიცეს 120 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X