21:20 | 2021-05-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ოჯახი დამენგრევა, მეორედ აღარ დარეკო და აღარც მახსენოო – დედამ 35 წლის წინ მიტოვებულ შვილს მისი ნახვა აუკრძალა

ოჯახი დამენგრევა, მეორედ აღარ დარეკო და აღარც მახსენოო – დედამ 35 წლის წინ მიტოვებულ შვილს მისი ნახვა აუკრძალა

ჯგუფში „ვეძებ“ ერთ-ერთი მომხმარებელი სულისშემძვრელ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„დავიბადე.. ნეტა სულ არ დავბადებულიყავი, იმის მაგივრად რომ გულში ჩაგეკარი, ჩემი გულის ფეთქვა და სურნელი შეგეგრძნო, გამყიდე.. დიახ, გამყიდე.. საგულდაგულოდ დამალული ხელწერილი ვიპოვნე შენი.. მამა რომ სკოლის დირექტორი გყავდა, დედა პედაგოგი და მე სირცხვილი ვიყავი თქვენთვის.. სამივეს ხელმოწერა ვნახე.. და ჩავიკალი გულში..

 

აღმოვაჩინე ეს საოცარი ჯგუფი, დავუკავშირდი ჯგუფის მოდერატორს და ჩემი ტკივილი მოვუყევი, მომისმინა დამამშვიდა, იმდენი ეძია, ნომერიც გამიგო შენი და ზარი შენთან… ჩამოვარდნილ სიჩუმეში ხმაზეც კი გიცანი, დედა..

 

დედა, რომელიც არასდროს მინახიხარ.. ძლივს ამოვღერღე, რომ ის ვარ, ვინც არ გინდოდი 1986 წლის 3 მარტს, გითხარი, რომ არც შეგაწუხებდი, მარტო ერთხელ მენახე, დამთანმხდი.. გული ლამის გამისკდა სიხარულით, მაგრამ სულ ტყუილად..

 

ქმარი გყოლია და შვილი.. ოჯახი დამენგრევა, მეორედ აღარ დარეკო და აღარც მახსენოო, მითხარი.. პირუჩუმრად გამოვბრუნდი უკან… მადლობა უფალს, რომ შენ არ გამზარდე… მადლობა ჩემს გამზრდელ მშობლებს, რომ უანგაროდ შემიყვარეს და გამზარდეს.. მადლობა ამ ჯგუფს.. ამ ჯგუფის შემქმნელებს.. უფალი თქვენკენ..“, – ვკითხულობთ პოსტში.

 

 

 

Exclusive: მსოფლიო ჩემპიონის მიერ მიტოვებულმა შვილებმა დედის კვალსა და ნათესავებს რუსეთში მიაგნეს
2021-11-05Exclusive: მსოფლიო ჩემპიონის მიერ მიტოვებულმა შვილებმა დედის კვალსა და ნათესავებს რუსეთში მიაგნეს
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X