16:13 | 2021-11-06 ავტორი: Prime Time

„ოჯახი სოფლიდან უკვე გახიზნულია“ – რა გახდა ჭალადიდში პოლიციელის მკვლელობის მიზეზი

„ოჯახი სოფლიდან უკვე გახიზნულია“ – რა გახდა ჭალადიდში პოლიციელის მკვლელობის მიზეზი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში, წუხელ კოლეგა პოლიციელის მიერ მოკლული, ასევე პო­ლი­ცი­ე­ლის, პაპუნა ლოლუას ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს მომხდარ ფაქტზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. ლოლუების ოჯახის ახლობელი ყვება,რომ ბრალდებულ პოლიციელს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, იგი რამდენჯერმე იყო უწყებიდან დათხოვნილი, თუმცა რამდენიმე თვის წინ ისევ აღადგინეს სამსახურში.

 

„მისი პათოლოგიური სიმთვრალის შესახებ ყველამ ვიცოდით სოფელში, მისი ოჯახი სოფლიდან უკვე გახიზნულია, სავარაუდოდ, ფოთში”, – ამბობს ლოლუების ოჯახის ახლობელი.

 

გარდაცვლილის და ბრალდებულის ოჯახებს ნათესაური კავშირიც აქვთ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღვო­და.

 

პო­ლი­ცი­ე­ლი, მისმა კო­ლე­გამ და­ახ­ლო­ე­ბით, 12 გას­რო­ლით მოკ­ლა.

 

“ბრალდებულს და­ლე­ვა უყ­ვარ­დაპა­პუ­ნა კი ურ­ჩევ­და, რომ არ და­ე­ლია, და ეს არ აპა­ტია. ეს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბაა, გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან წა­ვი­და და მერე უკან საღამოს დაბ­რუნ­და. რა­ღაც ახა­ლი ია­რა­ღი­დან ​გას­რო­ლა მო­ახ­დი­ნა, რო­გორც ვი­ცით, ნას­ვა­მი იყო, შეიძლება შეშინება უნდოდა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა ეტყობა იარაღი. ცხედარს 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა”, – აცხა­დებს მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

 

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

 

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

 

ავტორი: თეა შონია 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X