20:33 | 2020-04-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობისთვის ძებნილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობისთვის ძებნილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1963 წელს დაბადებულმა ნოდარ გამყრელიძემ 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.
აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X