20:32 | 2021-02-05 ავტორი: Prime Time

ოჯახმა აღაიანთან ავტობანი გადაკეტა – ეს იყო მათი პროტესტი (ვიდეო)

ოჯახმა აღაიანთან ავტობანი გადაკეტა – ეს იყო მათი პროტესტი (ვიდეო)

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ნათესავებმა ავტობანის აღაიანის მონაკვეთთან გზა გადაკეტეს.

 

„გადავკეტეთ, რომ დროულად იმოქმედონ და რეაგირება ჰქონდეთ, 7 თვეა ამბობებ, ვმუშაობთ, ვმუშაობთო. დრო გვითხრან, რომ 2 თვეში, მაგალითად, გამოუშვებენ და გავჩერდებით ჩვენც. არავის არ აქვს პასუხი”, – აცხადებს გახელაძის ერთ-ერთი ნათესავი.

 

„ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, რომ დაჭრილი შვილი უდანაშაულო შვიდი თვეა იქ ზის და დღეს კიდევ გამოგვიცხადეს, რომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ჩანთაში მამამისის 1 მუჭა წამლები მაქვს, ხელებში არ ჩამაკვდეს-მეთქი“, – ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

ავტორი: Prime Time

X