
ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რა დროსაც კორონავირუსმა ახალგაზრდა და-ძმა ეკა და კახა ბოლქვაძეები იმსხვერპლა, სოფლის სკოლის დირექტორი ეხმაურება და წერს, რომ ოჯახს გასაზრდელად 5 შვილიშვილი დარჩა.
„ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა, ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები, კახა ბოლქვაძე სულ ახალი თავზარდამცემი ტკივილია!!! რამდენიმე დღის წინ მისი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და ეკა იმსხვერპლა კოვიდმა, ახლა კახა…
კახა გამორჩეული იყო თავისი ზნესრულობით, უწესიერესი და უკეთილშობილესი, ღვთისმოსავი, საუცხოო შვილი, საიმედო მეუღლე და დასაყრდენი ვერიკოსთვის და არაჩვეულებრივი მამა ასეთ კახას იცნობდა ყველა. თვალწინ მიდგას როგორ მოჰყავდა საზიარებლად ხელში ატატებული მისი მერცხლები.
სიტყვები სადღაც გაფრინდა, ვერ ვახერხებ ნუგეში ვცე სიბერეგამწარებულ მშობლებს, ასევე უპატიოსნეს და უკეთილშობილეს ადამიანებს.
ხუთი ობოლი შვილიშვილი დარჩა ეკასგან და კახასგან მათ იმედზე, ძნელია კი არა და უძნელესი… ვუსამძიმრებ ოჯახს, მთელს სოფელს, ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლს, გლოვის დრო დაგვიდგა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა კახას სულს!” – წერს მზია ვაშალომიძე.
3 აგვისტოს და გარდაიცვალა, მერე კი ძმა. და-ძმის გარდაცვალებას გამოეხმაურა ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:






















