13:52 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

ოჯახს კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის გადასვენებაზე უარს ეუბნებიან

ოჯახს კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის გადასვენებაზე უარს ეუბნებიან

კორონავირუსით ბათუმში გარდაცვლილი ხანდაზმული ქალბატონი წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვრიდანაა, ოჯახს მისი დაკრძალვა ვაკიჯვარში სურს ხელისუფლება კი გარდაცვლილის გადასვენების წინააღმდეგია. ამის შესახებ „გურიის მოამბე“ წერს.

 

ოჯახსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელისუფლებამ შესაძლოა გადასვენების აღკვეთის მიზნით დახმარებისათვის პოლიციას მიმართოს.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ გუშინ, 21:50 საათზე გარდაიცვალა.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.

 

დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ტაძრების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომენდანტის საათის გამო, სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდეს.

 

15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტა!

ავტორი: Prime Time

X