10:23 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

 

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ა.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ცოლს – 1986 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ა.ვ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X