
სოციალურ ქსელში გავრცელდა თემურ წიკლაურის ბოლო პერიოდში შესრულებული ნამღერი – “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ”. ვიდეო პანდემიის დროს არის გადაღებული. არტისტი სიმღერაში კორონავირუსსაც აგინებს. “უსაქმურად ვაგდივარ, ოხ, კორონავირუსო, შენი დედა ვატირეო”. განსაკუთრებულად ემოციურია ფინალი, სადაც ის ძალზედ გულში ჩამწვდომად მიმართავს თავის მსმენელს –
“გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ… როგორ არ მინდა ჩასვლა, ვერ წარმოიდგენთ, ვერ წარმოიდგენთ…”
ანსამბლ “ივერიის” წევრი, მომღერალი თემურ წიკლაური, კორონავირუსთან რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 1 თებერვალს გარდაიცვალა.
მომღერალი, 22 იანვარს, გორის სამხედრო ჰისპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის დროს 75 წლის გახდა.
ქავერის ფოტო: რამაზ ბლუაშვილი






















