21:29 | 2021-10-29 ავტორი:

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა

ოკუპანტების მიერ  დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე – ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

 

უწყების ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი მათ უკვე დატოვეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია.

 

უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა.

 

აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X