21:07 | 2021-01-12 ავტორი: Prime Time

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი – ირაკლი წულაძის ნამუშევარი, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ 

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი – ირაკლი წულაძის ნამუშევარი, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ 

მოქანდაკე ირაკლი წულაძემ „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დადგა, რომელიც ძალიან ემოციური სანახავია.

მემორიალი თბილისში, ზემო ფონიჭალაში დაიდგა.

 

„პრაიმტაიმი“ ირაკლი წულაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც ქანდაკების შექმნას მოჰყვა.

 

საიდან წამოვიდა ეს იდეა? 

 

– იდეა ჩემი იყო რასაკვირველია, როგორც კი კონკურსი გამოცხადდა, ორ ეტაპად ჩატარდა და მეორე ჯერზე გავიმარჯვე, რადგან ყველასგან განსხვავებული იყო და ამანაც მიიპყრო ყურადღება.

 

კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ეს ნამუშევარი შესრულებულიყო. ხოლო რაც შეეხება შესრულებას და ტექნიკას, მანდაც განსხვავებული მიდგომები იქნა წარმოდგენილი.

 

 

მემორიალის შექმნა რასაკვირველია ემოციური, სასიამოვნო და მტკივნეული იყო. ქანდაკების შესაქმნელად დაახლოებით 3-4 თვე დამჭირდა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა.


ადგილს რაც შეეხება, მერიამ როდესაც გამოაცხადა საკონკურსოდ ეს ადგილი, სწორედ ამ ადგილას ოკუპაციის სახელობის სკვერია და მაგიტომაც დაიდგა ფონიჭალაში“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ირაკლი წულაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X